9 თვეში თბილისის ათმა გამგეობამ მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის ჯამში 5 504 272 ლარი დახარჯა

2023 წლის 9 თვეში თბილისის 10-მა გამგეობამ მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის ჯამში 5 504 272,09 ლარი დახარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ოჯახების ქირით უზრუნველყოფა თბილისის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N20-123 დადგენილებით დამტკიცებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად მოხდა.

„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს (იანვრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით), ქირით უზუნველყოფისთვის 411 275 ლარი დახარჯა.

ვაკის რაიონში ქირით გამგეობამ 151 ოჯახი უზრუნველყო, რისთვისაც 340,620.00 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება დიდუბის რაიონს, გამგეობამ, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში 119 ოჯახის ქირით უზუნველყოფისთვის 375,942.00 ლარი დახარჯა.

კრწანისის რაიონის გამგეობამ - 467010 ლარი.

ისნის რაიონის გამგეობამ, ამავე პერიოდში ქირით უზრუნველყოფისთვის 688 089,84 ლარი დახარჯა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, 597252,25 ლარი.

ამასთან, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ოჯახების ქირით უზრუნველყოფისთვის 288710,00 ლარი დახარჯა, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წლის იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 881 860 ლარი.

რაც შეეხება გლდანის რაიონს - გამგეობამ, ამავე პერიოდში ქირით უზრუნველყოფისთვის დახარჯა 227,984 ლარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი 1225529 ლარი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება