თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ფოიეში, წლის ბოლომდე, სამზარეულოს ბლოკის მონიტორები დამონტაჟდება, სადაც მშობლებს საკვების მომზადების დაკვირვების შესაძლებლობა ლაივ-რეჟიმში ექნებათ

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გოგი ჩიქოვანის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით, ყველა საჯარო ბაღის ფოიეში, წლის ბოლომდე, სამზარეულოს ბლოკის მონიტორები დამონტაჟდება, სადაც მშობლებს საკვების მომზადების დაკვირვების შესაძლებლობა ლაივ-რეჟიმში ექნებათ. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველა საბავშვო ბაღში უზრუნველყოფილი გვაქვს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი, რაც გულისხმობს იმ სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, რაც დაკავშირებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან არამარტო ჯგუფებში. ახალ ბაღებში გვაქვს და არსებულ ბაღებშიც მიმდინარეობს პროცესი, რათა სამზარეულოს ბლოკებშიც გვქონდეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ამ სისტემების საშუალებით მშობელს შეუძლია დააკვირდეს საკვების მომზადების პროცესს. ეს მონიტორები ახლა 30-მდე ბაღის ფოიეში გვაქვს და ეს პროცესი გრძელდება, წლის ბოლომდე ყველა ბაღში იქნება სამზარეულოს ბლოკის მონიტორი. ვიდეოკამერები გაქვს ყველგან, ძირითად სივრცეებში: გარე პერიმეტრი, შიდა პერიმეტრი, ჯგუფებში, დარბაზებში, ყველგანაა. მასზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვს როგორც პერსონალს, ასევე მშობლებს მომართვის შემთხვევაში. ხაზს ვუსვამ, სამზარეულოს ბლოკებში გვაქვს კამერაც და მონიტორიც, რომლის საშუალებითაც ფოიეში მშობელს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვს. ასევე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ინკლუზიური მიმართულება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყველა საბავშვო ბაღში გვყავს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც შედის ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეცპედაგოგი, მეთოდისტი და გარდა ამისა, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, ჩვენ ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვს, საჭიროების შესაბამისად, ვუნიშნავთ პერსონალურ ასისტენტს. დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით 1700-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი და 400-მდე პერსონალური ასისტენტი გვყავს. ჩვენ ამ ბავშვების უსაფრთხოების გარდა, მათ ფუნქციურ გაუმჯობესებაზეც ვზრუნავთ“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, როგორც გოგი ჩიქოვანმა აღნიშნა, იგეგმება ბაღის თანამშრომელთა მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება.

მისივე ინფორმაციით, შესაბამის გეგმას, სააგენტო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო