თბილისის მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე არსებული შენობა, სადაც ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ობიექტია და მისი სრული დემონტაჟია საჭირო

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე არსებული შენობა, სადაც ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, კომპანია „ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი ობიექტია.

კალაძის თქმით, ობიექტზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს და საჭიროა, მოხდეს მისი სრული დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.

"არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული იმასთან დაკავშირებით, რომ მარიჯანის ქუჩაზე იყო მშენებარე ობიექტი. არანაირი მშენებარე ობიექტი იქ არ ყოფილა. ეს არის ძველი აშენებული შენობა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულების და ეს აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი მათგანია. ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა ეკუთვნის "ცენტრ პოინტის" დაზარალებულ ოჯახებს, რომელიც არ აშენებულა, გაჩერებულია და მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა, რათა ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში იცხოვრონ და იმ გადახდილი თანხებით რაც აქვთ, ჩვეულებრივად მიიღონ საცხოვრებელი ფართები. არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს", - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება