ქეთევან თურაზაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს. ინფორმაციას პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესია 9-13 ოქტომბერს სტრასბურგში იმართება.

„ევროპარლამენტი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კონცენტრირდება ისეთი მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია და მიგრაციით გამოწვეულ პრობლემები, ქალთა, ბავშვების და შშმ პირების უფლებები.

ერთ - ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ლეგიტიმაციის და პუტინის პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივების სამართლებრივი საკითხი.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის საომარი მოქმედებების დაწყების გამო, სავარაუდოდ განხილვა შეეხება ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. ქეთევან თურაზაშვილი ასამბლეის ფარგლებში გეგმავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, სადაც დეპუტატი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვებზე იმსჯელებს.

მსჯელობა შეეხება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის პოლიტიკური შედეგებს და ევროსაბჭოს სამომავლო როლს კონფლიქტების შეკავების და გლობალური მშვიდობის დამყარების კონტექსტში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება