„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, სასამართლო პროცესზე, რომელიც გლდანში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, მისვლას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, დღეს დაგეგმილ სასამართლოზე, რომელიც 22 სექტემბერს გლდანში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როგორც მოწმე, არც ის და არც იმ დღეს დაზარალებული კახაბერ ალადაშვილი მისვლას არ აპირებენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესზე არ მისვლის მიზეზი ისაა, რომ „შესაძლოა, მისი ჩვენება, მისივე წინააღმდეგ გამოიყენონ”.

„გამოძიების ნაცვლად შსს ჩემს მეზობლებსა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლით არის დაკავებული. შესაბამისად, სრული უნდობლობა მაქვს როგორც საგამოძიებო სტრუქტურების, ისე დასანქცირებული სასამართლოს მიმართ. ამ პირობებში, განცდა მაქვს, რომ ჩემი ნებისმიერი ჩვენება, შესაძლოა ჩემს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა, თუ დაზარალებულის სტატუსი მაქვს, როგორ შეიძლება გამოძიებამ ჩვენება ჩემს წინააღმდეგ გამოიყენოს. მარტივია, ქვეყანაში, სადაც ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, ლექტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დონორებს არსებულ საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე იბარებენ, როდესაც მთელი ხელისუფლების მანქანა, ერთი მხრივ, კრიმინალების მფარველობითაა დაკავებული და მეორე მხრივ, მსხვერპლის დადანაშაულებით, რა ან ვინ მაძლევს მე უსაფრთხოების გარანტიას? თუ მე ვცდები და ხელისუფლება ნამდვილად არის მოწადინებული, რეალური გამოძიება ჩაატაროს, საქმეში სხვა დაზარალებულების ჩვენებები არსებობს, ჩემი მეგობრების, რომელთა მიმართ მსგავსი პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ყველა დამნაშავის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, გამოიძიონ, დაადგინონ და იმოქმედონ. სრულყოფილი გამოძიების ჩატარება ჩემი ჩვენების გარეშეც შესაძლებელია. შესაბამისად, ვაპირებ, საქართველოს კონსტიტუციის მიერ ჩემთვის მონიჭებული უფლებით, არ მივცე ჩვენება [სასამართლოს], რათა ჩემ წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული. არ ვითანამშრომლო პოლიტიკურ პროკურატურასთან, შსს-სთან და დასანცირებულ სასამართლოსთან რაიმე ფორმით”,- განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

ამასთან, ადვოკატის, ბექა კვინიკაძის განმარტებით, „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ არ გამოცხადების მიზეზი საპატიო არ არის, მაშინ, სასამართლოს შეუძლია, რომ როგორც ირაკლი ეძგვერაძე, ისე კახაბერ ალადაშვილი დაკითხვაზე იძულებით წესით მიიყვანოს”.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო