მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს დროულად დაბრუნების საშუალება მიეცეთ

მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნება ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსური კუთხით.

"ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში რაც ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ და სადაც სჭირდებათ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს არის ის, რომ ვისაც სურვილი აქვს ქვეყანაში დაბრუნდეს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის, ფინანსური კუთხით. ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მთავრობას, რომ დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენი მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ჩარტერებით. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თელავივი გაცილებით ახლოს არის, ვიდრე მიუნხენი, ამიტომ იმედი მაქვს, რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა რთული არ იქნება", - განაცხადა დაუშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება