CIU-ში ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვიზიტი გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი ეწვია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ენოტურიზმის გლობალური გაერთიანების წევრი ხოსე ანტონიო ვიდალი, CIU-ს ხელმძღვანელობას შეხვდა და მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილა.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე, რექტორი - კახაბერ კორძაია, რექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებში - ვახტანგ წივწივაძე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

„მხარეებს შორის პარტნიორობა მოიცავს, როგორც კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობას მომავალ ბიზნეს აქტივობებში, ისე ერთობლივი აკადემიური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

CIU-ში ვიზიტისას ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მულტიმედია ცენტრი, ბიზნესისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიები, მარანი „კოლხი“თავისი უნიკალური საწნახელით, ქვევრებითა და ენოთეკით. სტუმრები ადგილზე გაეცნენ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული კომპანიის - „ეთნო-ოკამის“ საწარმოო პროცესს, აქ არსებული სივრცეების ტურისტულ ზონად ჩამოყალიბების პოტენციალსა და ქართული მეღვინეობის ტრადიციებს.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციასთან (GETA) ერთად, ორი წელია რაც ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია. აღნიშნული პარტნიორობა ენოტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით კვლევებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. ამას გარდა, ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი გამორჩეული დანიშნულების ადგილს პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება