არჩილ ჩიქოვანი - ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც KfW-ის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საკონსულტაციო განმახორციელებელი კომპანიის „პოში და პარტნიორების“ პროექტის მენეჯერმა ერიხ კაშკამ ხელშეკრულება გააფორმეს.

არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ათეულობით წლის განმავლობაში არსებული პრობლემა მნიშვნელოვნად გადაიჭრება. „პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და ქალაქთან სრულ ინტეგრირებას უზრუნველყოფს. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულად მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიებზე გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

უწყების ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს: ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოებას; აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას; ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას; მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას; ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას; ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობას.

ბათუმის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 80 მლნ ევროს შეადგენს.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, საკონსულტაციო განმახორციელებელი კომპანია „პოში და პარტნიორების“ დამფუძნებელი ფრიც შვაიგერი და საკრებულოს წევრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო