თავდაცვის მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიური მისიის განხორციელებაში წარმატებები უსურვა. მან ნიდერლანდების მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის კუთხით და მადლიერება გამოხატა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში ნიდერლანდების მიერ შეტანილი წვლილისთვის.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივებში ნიდერლანდების წვლილზე. საუბარი შეეხო კრიზისების მართვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. აღინიშნა ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდში ნიდერლანდების ფინანსური მხარდაჭერა.

ამასთან, უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებიც განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო სწავლებებში ქართველი და ჰოლანდიელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის საკითხებს.

განხილვის თემას წარმოადგენდა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებიც. ხაზგასმით აღინიშნა სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია. შეხვედრას ნიდერლანდების სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ერიკ ვან ვურენი დაესწრო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება