პაატა მანჯგალაძე - ამერიკის სანქცირებული მურუსიძე „ქართულმა ოცნებამ“ შოკოლადში ჩასვა და ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება

ამერიკის სანქცირებული მურუსიძე „ქართულმა ოცნებამ“ შოკოლადში ჩასვა, ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, - ასე ეხმიანება სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

მისი თქმით, როცა ხელისუფლება ოპოზიციას შეთქმულებასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს, მათ შეუძლიათ რეკომენდაციები შეასრულონ და ოპოზიციას „არეულობის გეგმა“ ჩაუშალონ.

„ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, რათა სტატუსი ვერ მივიღოთ. ხელისუფლება რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ამის გამო შესაძლოა, სტატუსი ვერ მივიღოთ, ეს ყოფილა, თურმე, ოპოზიციის დაგეგმილი. ძალიან მარტივია - შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი შეთქმულება არ იქნება. 9 რეკომენდაციაა შესასრულებელი, შეასრულეთ და ჩაგვიშალეთ „არეულობის გეგმა“. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იქ კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის მიერ სანქცირებული სასამართლოს კლანი მურუსიძის ხელმძღვანელობით და ბუნებრივია, ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, როცა მურუსიძე, პირიქით, შოკოლადში ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში განხილულია ის რეკომენდაციები, რომლებიც შესრულდა, არ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა.

ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა.

ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა ნიშნავს იმას, რომ გადაიხედოს მისი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და წევრთა არჩევის წესი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო