მიხეილ სარჯველაძე - თუ ისრაელიდან ჩარტერის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, დაინიშნება

უნდა ვადროვოთ რელევანტურ სახელმწიფო დაწესებულებებს - თუ ისრაელიდან ჩარტერის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, დაინიშნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებას ისრაელიდან საქართველოში ჩარტერის დანიშვნის საჭიროებაზე.

სარჯველაძის განცხადებით, მოქალაქეები ბრუნდებიან საქართველოში და ეს პროცესი მიმდინარეა. მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები დაკვირვების შედეგად, რელევანტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„საქართველოს ელჩი, მთლიანად საქართველოს ხელისუფლება მოტივირებულია, რომ არ იყოს არავითარი დეტალი რაც შეიძლება მხედველობიდან გამორჩენილი იქნას, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყველა კონკრეტულ დეტალზე დაკვირვება ხორციელდება და ამის მიხედვით რელევანტური გადაწყვეტილებები მიიღება. მე რომ ახლა გიპასუხოთ, ჩარტერი უნდა დაინიშნოს თუ არა, რომელ საათზე და რომელი ქალაქიდან, ეს არ იქნება კორექტული, უნდა ვადროვოთ რელევანტურ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც ამაზე იმსჯელებენ და მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, თუკი საფუძველი იქნება. მარტო იმიტომ დაინიშნოს, რომ მზრუნველობის აქტი გამოიხატოს, არ იქნება სწორი, თუკი იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, დაინიშნება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება