ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, გადაადგილების შეზღუდვა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება

მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩების კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს.

“შეზღუდვის პერიოდში მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ ბარნოვის ქუჩიდან კოტე მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.

მითითებულ საგზაო მონაკვეთზე დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც და მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით:

N408 და N420 მიკროავტობუსები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის ქუჩების, პეტრე მელიქიშვილის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან”, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება