პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ პროექტზე მსჯელობს

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ“ პროექტზე მსჯელობს.

საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.

მთავრობის ინიციატივის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, აღუსრულებელი ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მოიპოვეს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებს.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. ამავე პროექტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით და მიწის ნაკვეთის გასხვისებული ნაწილის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. რაც შეეხება პროცედურას, კანონპროექტით, პირმა, მიწის ნაკვეთის ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების მიზნით, შესაბამისი განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება