ალეკო ელისაშვილი - ვენეციის კომისიას „ქართული ოცნება“ ეკითხება, ხომ ნამდვილად არაჩვეულებრივი ოთხი ტალღა გვქონდა სასამართლოშიო და ვენეციის კომისიამ უპასუხა - აქ თქვენი გოიმი არავინ არისო

ვენეციის კომისიას „ქართული ოცნება“ ეკითხება, ხომ ნამდვილად არაჩვეულებრივი ოთხი ტალღა გვქონდა სასამართლოშიო და ვენეციის კომისიამ, ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ასე უპასუხა - აქ თქვენი გოიმი არავინ არისო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მურუსიძის სასამართლოში რეფორმების ოთხი ტალღის არავის სჯერა.

„ვენეციის კომისიამ უპასუხა, ამ თქვენი რეფორმებით არავინ გოიმდება და სინამდვილეში თუ გინდათ სასამართლო რაღაცას ჰგავდეს, უნდა გააკეთოთ „ეს, ეს, ესო“. ხოლო მურუსიძის სასამართლოში არავის სჯერა რეფორმების ოთხი ტალღისო. რაც ვიცით, ყველა ხმამაღლა ვსაუბრობთ და რაზეც "ქართული ოცნება" თავს იკატუნებს, ეს გვითხრა ვენეციის კომისიამ. თუ გვინდა რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო კენჭისყრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან დაკავშირებით ისე არ უნდა ხდებოდეს, როგორც ბოლოს მოხდა. ადეკვატური რეფორმები უნდა გავატაროთ, რაც დაწერილია კიდეც“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება