მიხეილ სააკაშვილი - თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი

თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი - მთავრობა გასულია ლეგალურობის ველიდან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საზოგადოებამ ქვეყნის დაცვა საკუთარ ხელში უნდა აიღოს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული სამყარო, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება, რაც საზოგადოებას არ სურს.

„ჩემი მეგობრის შვილი 8 წელიწადი იყო არალეგალად, დეპორტი ჩაურტყეს და რა თანხაც ჰქონდა, აეროპორტში ჩამოართვეს. სტუდენტები სწავლობენ იმისთვის, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ექთანი ხელფასის სახით 300-500 ლარამდე იღებს. საერთოდ აღარ არიან ექიმები, ყველა მიდის.

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს ქვეყნის დაცვა. ხალხი მხოლოდ მთავრობის იმედზე ვერ იქნება. რაც უფრო მეტად გვითრევს რუსული სამყარო, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება. ჩვენ, საზოგადოებას ეს არ გვსურს, ასეთია რუსული МИР-ის თამაშის წესები.

რა არის ევროპა? - ელემენტარული წესრიგი ქუჩაში, უსაფრთხოება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. რა არის რუსეთი? - არეულობა, ძალადობა, სისასტიკე, ქურდული წესრიგი. თუ მთავრობა არღვევს წესებს, საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში წესრიგი.

მთავრობა გასულია ლეგალურობის ველიდან და როგორც სწორად თქვა ციხიდან ლაზარე გრიგორიადისმა: “ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მან უნდა აიღოს ხელში საკუთარი თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხებიც”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება