ბელგიაში გამართულ ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა

ბლანკენბერგში (ბელგია) 6-8 ოქტომბერს გამართულ ევროპის ერთა ლიგის C ჯგუფში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ - 0:0 ითამაშა, 7 ოქტომბერს საბერძნეთი ანგარიშით 2:0, 6 ოქტომბერს კი ბელგიის ნაკრები ანგარიშით, 5:0 დაამარცხა. ამასთან, ისრაელთან მატჩი ფრედ - 3:3 დაასრულა.

საბოლოოდ, საქართველომ და უკრაინამ 8-8 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით (10:3) პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა დაიკავა.

ტურნირის ბომბარდირი ლაშა ბრეგვაძე (5 გატანილი ბურთი) გახდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი რუსლან შაჰუმიანი დასახელდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება