ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა.

მათივე ცნობით, პრემია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის გაიცემა.

„პრემია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში შექმნილ ნამუშევრებზე წესდება, რომელთაც ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა ღირებულებათა გამო აღიარება ქართული და აფხაზური სახვითი ხელოვნების დარგში მოიპოვეს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად:

ა) საკონკურსო განაცხადი;

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის მოწმობის ასლი

პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული, საბოლოო სახით.

კონკურსის გამარჯვებულს ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი კომისია გამოავლენს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება