„თიბისი“ ჯგუფის ტექ გუნდმა AWS Game Day-ზე მონაწილეობა მიიღო

„თიბისი“ ჯგუფის ტექნიკურმა გუნდმა AWS Game Day-ზე მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „თიბისი" ჯგუფის ტექ გუნდი ერევანში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay-ზე მიღებულ გამოცდილებას „თიბისის“ უზიარებს. GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

„თიბისიში დაგროვებული გამოცდილება ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის, ღირებული აღმოჩნდა, რადგან ყოველდღიურად მრავალფეროვან და ბევრ ტექნოლოგიასთან გვიწევს შეხება. ამ დონის შეჯიბრზე პირველად გავედით, ამიტომ მიღებული შედეგი მისაღებია. გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მიღებული გამოცდილება, თუნდაც გუნდური მუშაობის კუთხით, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება”,- განაცხადა „თიბისის CloudOps“ ინჟინერმა საბა საყვარელიძემ.

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და საკუთარი თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება