ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპული საფრანგეთის მოქალაქეების რიცხვი 4-მდე გაიზარდა

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისრაელში მათი კიდევ ორი მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა, რითაც „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპული საფრანგეთის მოქალაქეების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

საფრანგეთის ხელისუფლებაში ასევე განმარტავენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია 13 მოქალაქის შესახებ.

„მათთან დაკავშირებული მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია, ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ გაიტაცეს“, - აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო „ჰამასის“ მუქარა გატაცებულ მძევლებთან დაკავშირებით.

„ჰამასის შანტაჟი მისი ტერორისტული აქტების შემდეგ ოდიოზური და მიუღებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება