მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია მომდევნო 2 წლის განმავლობაში განახლდება, 2025 წლიდან კი პროფესიული განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა იგეგმება

პროფესიული განათლების ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია მომდევნო 2 წლის განმავლობაში განახლდება, 2025 წლიდან კი პროფესიული განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა იგეგმება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციისას აღნიშნა.

„ორი წლის განმავლობაში, ყველა პროგრამა და კვალიფიკაცია, რომელიც დღეს ჩვენს პროფესიულ განათლების სექტორშია, იქნება განახლებული, გადახედილი. ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 ახალი კვალიფიკაცია შეიქმნება, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შემდეგ წელს 30, მერე 55 და ბოლოს 40. ორ წელიწადში დავასრულებთ ამ პროცესს და მივიღებთ ახალი კვალიფიკაციების პროგრამებს. განახლებული კვალიფიკაციების ფარგლებში უნდა განვაახლოთ პრიორიტეტებიც. პრიორიტეტებს, რა თქმა უნდა, განვაახლებთ შრომის ბაზრის პრიორიტეტების საფუძველზე. ეკონომიკური განვითარების ტენდენციების საფუძველზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ 2 წლის შემდეგ, 2025 წლიდან გვინდა გადავიდეთ დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც იქნება ხარჯთეფექტური და ეს იქნება მიღწევებზე დაფუძნებული დაფინანსება“,- განაცხადა ამილახვარმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება