განათლების მინისტრის განცხადებით, საგარეჯოში მოკლულ 14 წლის გოგოსთან დაკავშირებით, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებისა, სკოლაში შიდა მოკვლევაც მიმდინარეობს

გარწმუნებთ, თუ რაიმე დარღვევა, გადაცდომა გამოიკვეთება სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც იმ სკოლაში მუშაობს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საგარეჯოში მოკლულ 14 წლის გოგოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასრულწლოვნის მკვლელობასთან დაკავშირებით, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებისა, სკოლაში შიდა მოკვლევაც მიმდინარეობს.

„მე არ ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. იცით, რომ საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ასევე შიდა მოკვლევა და მე გარწმუნებთ, თუ სკოლების კუთხით რაიმე დარღვევა, გადაცდომა გამოიკვეთება სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც იმ სკოლაში მუშაობს. ჩვენ სპეციალურად გვაქვს შექმნილი მანდატურის სამსახური, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასეთი ფაქტების პრევენციების მხრივ, ამიტომ მიმდინარეობს შესწავლა. გარკვეული დრო დაგვჭირდება, არა ბევრი და საზოგადოებას ჩვენ დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ ოდნავ მაინც რაიმე ფაქტზე გამოვლინდება რაიმე სახის გადაცდომა, კანონდარღვევა, უმოქმედობა, სამინისტრო იქნება ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა ამილახვარმა.

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება