პრემიერი - 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30%, უმუშევრობა - 27%-ზე მეტი, დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე - 15%-ზე ჩამოსული - ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.

„ჩვენ 2-3 წლის წინ გვქონდა პირიქით მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. აი მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, ჯერ მხოლოდ ამაზე მინდა გესაუბროთ, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ. ასევე მესამე მიმართულება, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ, სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსია არის დაფიქსირებული. უფრო საინტერესოს გეტყვით ახლა, რა ხდება. შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა. შარშან გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა, რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა და სწორედ აი ამ კვლევაზე დაყრდნობით და ბოლო თვეებში რაც აქტიურად ვიმუშავეთ, შევიმუშავეთ დღევანდელი კონცეფცია, რომელსაც ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ.

გამოიკვეთა, რომ შარშან, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა, ვაკანსიების ჯამურმა რაოდენობამ. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე.

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა იყო 27%-ზე მეტი. დღეს არის 17% უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე არის 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში, ბოლო 10 წელიწადში.

ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით, აი ამ საჭიროებებზე და ამ გამოწვევაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, კიდევ მინდა გავიმეორო.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინირებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, რა თქმა უნდა, დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელმაც ძალიან აქტიურად იმუშავა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინიშნა მინისტრად. ვფიქრობ, საინტერესო კონცეფცია არის, მანამდე, რა თქმა უნდა, სააგენტოში იყო დამუშავებული მთელი რიგი ხედვები და ახლა ვთხოვ ბატონ მინისტრს, რომ წარმოგიდგინოთ ეს ახალი ხედვა და კონცეფცია“, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება