BAG ინდექსი - 2023 წელს ბიზნესს პოზიტიური საინვესტიციო მოლოდინები აქვს

2023 წლის მესამე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 68% აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, 2023 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების BAG ინდექსის გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი. ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოკითხული კომპანიების 24% ინვესტიციების ოდენობის 2022 წლის დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო 7% - კლებას პროგნოზირებს.

„საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, გაუმჯობესებულია.

აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2023 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება. კერძოდ, კომპანიათა 76% ჯამური ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში მსგავსი მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 67% და 64%-ს აქვს, ხოლო მრეწველობის სექტორში 50%-ს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 63% ვარაუდობს, რომ ინვესტიციებს აღჭურვილობების მიმართულებით გაზრდის. 59%-ს მსგავსი მოლოდინი პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა ბაზების მიმართულებით აქვს, ხოლო 57% გეგმავს ინვესტიციის განხორციელებას შენობა-ნაგებობებში.

საბოლოოდ, 2023 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად, ბიზნესის 93% გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში, წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა 2022 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს აჯამებს და 2023 წლისთვის საინვესტიციო გეგმებს მიმოიხილავს.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნესასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება