ანა ნაცვლიშვილი - სასამართლოს რეფორმა ხელისუფლებას არ გაუტარებია, რაც ადასტურებს, რომ „ოცნება“ განზრახ მოქმედებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

ვენეციის კომისიის დასკვნა ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, სასამართლოს რეფორმა ხელისუფლებას არ გაუტარებია, რაც ადასტურებს, რომ „ოცნება“ განზრახ მოქმედებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, მმართველ პარტიას „ლელოს“ ხედვა რომ გაეთვალისწინებინა, 12 რეკომენდაცია შესრულებული იქნებოდა.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა, სასამართლოს რეფორმა ხელისუფლებას არ გაუტარებია, რაც ადასტურებს, რომ „ოცნება“ განზრახ მოქმედებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

ჩვენ, „ლელოს“, დიდი ხანია სასამართლოს რეფორმის ხედვა და შესაბამისი კანონპროექტი მზად გვაქვს, რომლის განხილვასაც ოცნება ხელოვნურად, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, პარლამენტში ბლოკავს. „ლელოს“ ხედვა რომ გაეთვალისწინებინათ, 12 პუნქტის სასამართლოს რეკომენდაცია ახლა შესრულებულად ჩაითვლებოდა”, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. ასევე დასკვნის თანახმად, მეორე რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, რჩება შეუსრულებლად.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია. მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება