ვლადიმერ პუტინი - ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ისრაელში სიტუაციის გამწვავება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითია.

„უკრაინის კრიზისი გრძელდება და, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკის წარუმატებლობის ნათელი მაგალითი. კონფლიქტის მოგვარების მონოპოლიზებას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ზრუნავდნენ ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისების პოვნაზე, არამედ, პირიქით, ავრცელებდნენ საკუთარ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და ზეწოლას ახდენდნენ ორივე მხარეზე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ზეწოლა ხორციელდებოდა ხან ერთ და ხან მეორე მხარეზე, თუმცა პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინება არასდროს ხდებოდა.

„ყოველ ჯერზე პალესტინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების გათვალისწინების გარეშე. პირველ რიგში, ვგულისხმობ დამოუკიდებელი სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობას“, - აღნიშნა პუტინმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება