ბაჩო დოლიძე - პეტრე ცისკარიშვილი მეგობარია კეზერაშვილის და გასაგებია, რომ კვიპროსში ჩავიდა, მაგრამ სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მენეჯმენტის არჩევანი, გზა. მე სულ სხვა არჩევანი და გზა მაქვს - პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ინდივიდუალურად გადავწყვეტთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენელმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კვიპროსში გამგზავრებას, სადაც დავით კეზერაშვილს შეხვდება.

დოლიძის თქმით, რაც ახლა ხდება, ისაა, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ.

„პეტრე [ცისკარიშვილი] მეგობარია იმ ადამიანის და გასაგებია, ჩავიდა, სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე. მაგაზეა საუბარი, ხომ არ დავიწყებთ, „ხომ ვამბობდით, ხომ ვამბობდით“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად კვიპროსში გაემგზავრა. მან დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდება.

„არა მარტო კეზერაშვილს, არამედ ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები“,- განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა „რუსთავი 2“-ს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება