გოგიტა თოდრაძე გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა

„საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მონაწილეობა მიიღო გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მუნიციპალიტეტების მერები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„შეხვედრის მიზანს ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კუთხით არსებულ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მსჯელობა, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან მუნიციპალიტეტების შეერთების ადვოკატირება და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის დღის წესრიგის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

გოგიტა თოდრაძემ დამსწრე საზოგადოებას საქსტატის მიერ ჩატარებული დროის გამოყენების გამოკვლევის შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. გამოკვლევის ძირითად მიგნებებსა და არსებული გამოწვევებზე ისაუბრა, როგორიცაა ქალისა და კაცის მიერ დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაზე დახარჯული საშუალო დრო, აუნაზღაურებელი საოჯახო საქმიანობა, დასაქმება, სწავლა და მათთან დაკავშირებული აქტივობები და სხვა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება