ვეტერანთა ჰოსპიტალს სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა

ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან ძებისაშვილმა, ვეტერანთა ჰოსპიტალში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და სომხური დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, სომხეთის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე ავეტისიანმა, საპენსიო სამმართველოს უფროსმა, აშოტ სტეპანიანმა, თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ტიგრან არუთინიანმა, ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ, სმბატ საიანმა, ვეტერანთა ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

„ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, სტუმრებს, მუშაობის სპეციფიკა გააცნო და იმ სამედიცინო სერვისებზე ესაუბრა, რომლებსაც კლინიკა სთავაზობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სომხური დელეგაციის წევრებთან ერთად, ვეტერანთა ჰოსპიტალში, ასევე, იმყოფებოდნენ - თავდაცვის სამინისტროს, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უფროსის მოადგილე, ნინო მხეიძე, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უფროსის მოადგილე, ოთარ აბულაძე, ამავე დეპარტამენტის სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს უფროსი, ლელა ჯიშკარიანი, სოციალური მხარდაჭერის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გიორგი ჩაჩანიძე.

შეგახსენებთ, თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს, დღის სტაციონარით, ვეტერანებს უსასყიდლოდ ემსახურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება