აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - შიდა ტურიზმის კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს

შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით აგვისტოში დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შედეგებს ოქტომბრის ბოლომდე შეაჯამებს და გამარჯვებულებს გამოავლენს.

„ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელებში აჭარაში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს.

კამპანიის ფარგლებში, ქართველი ინფლუენსერები, ფოტოგრაფები და ბლოგერები რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს გამომწერებს აქტიურად უზიარებენ. კამპანია „გამომყევი აჭარაში“, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით აგვისტოში დაიწყო 15 ოქტომბერს დასრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შედეგებს ოქტომბრის ბოლომდე შეაჯამებს და გამარჯვებულებს გამოავლენს. კამპანიის მთავარ პრიზს 100, 000 ლარს მოიგებს, ის მონაწილე, რომელიც კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით მაქსიმალურ წვდომას დააგროვებს, რაც საბოლოოდ, 10 მილიონ წვდომას (Reach) უნდა აღემატებოდეს. გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეულს კი 20,000 – 20,000 ლარის მოგების საშუალება ექნება. კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება ოქტომბრის ბოლო კვირას გაიმართება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით, შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიწყო. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევდა ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირებულიყო პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაეზიარებინა გამომწერებისთვის, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დაეგროვებინა მაქსიმალური წვდომა და მოეგო კამპანიის მთავარი პრიზები”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო