პარლამენტის გარემოს  დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, გამწვანების პროექტის აღსრულებისა და იმპლემენტაციის სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

„კომიტეტის ჩართულობით და გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით შემუშავდა სამუშაო აღწერილობა - კონკრეტული პროექტი, რომელიც დაეხმარება, როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ კანონის აღსრულება მარტივად განხორციელდეს. ჩატარდება ტრენინგები, შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, შემუშავდება გაიდლაინები, მუნიციპალიტეტთან ერთად შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ანა ჩერნიშოვა და ფონდის წარმომადგენლები. ასევე, თბილისის მერიის, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სივრცითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება