ანონსი  11 ოქტომბერი

11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეონა ჭალიძე ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს მიმართავს: „მოიკვლიოს ლიბერთი ბანკის მანიპულაციები პენსიონერების მიმართ და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება!“

მის: ზვიად გამსახურდიას 1 (საქართველოს ეროვნული ბანკი)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 60 26 34

11 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელს შეიტანს.

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბათუმში, ცენტრალურ ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კახა მიქელაძე და ლაშა ადამია ბრიფინგს გამართავენ.

თემა: მთავრობის დადგენილება პურის ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე გადასახადის გაზრდის შესახებ.

მის: ბათუმი, ვ.გორგასალის N28

საკონტაქტო: კახა მიქელაძე - 551 74 74 66

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულების, მანუჩარ გაბუნიასა და ია ბერაიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

11 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

11 ოქტომბერს, 13:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

11 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პირისპირი შეხვედრა.

მისამართი: პავლე ინგოროყვას N 7

11 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

(C კორპუსი, IV სართული)

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N418

(С კორპუსი, IV სართული)

11 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე გახსნის.

მის: სააკაძის დაღმართი, მე-2 გასასვლელი N4 , მე - 6 სართული.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო სტამბაში, „Hack Days Georgia 2023“-ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.

მის: მ. კოსტავას ქ. №14, სასტუმრო „სტამბა“, დ ბლოკი, -1 სართული

საკონტაქტო პირი: 591051905

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო