ჯო ბაიდენი - ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია - კონგრესს გადაუდებელი ზომების მიღებას ვთხოვთ დაფინანსებაზე, ეს პარტიას ან პოლიტიკას არ ეხება, საუბარია მსოფლიოს უსაფრთხოებაზე

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელში მცხოვრები ხალხი “სუფთა დაუოკებელი ბოროტების” მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით მოხდა, ჯგუფის, რომლის გაცხადებული მიზანი ებრაელების მკვლელობაა, ეს აბსოლუტური ბოროტების აქტია”.

“ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს. ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ”, - განაცხადა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 14 ამერიკის მოქალაქე. ბაიდენის თქმით, აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ მისი მოქალაქეები „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებიან.

ბაიდენის თქმით, მან თავის გუნდს განკარგულება მისცა ისრაელთან სადაზვერვო ინფორმაცია გააზიარონ და აშშ-დან ისრაელში დამატებითი ექსპერტები გაგზავნონ, რომლებიც ისრაელელებს ტყვეების გათავისუფლების მცდელობებისთვის კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

“როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენ გადაუდებელი ზომების მიღებას ვთხოვთ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად…

ეს პარტიას ან პოლიტიკას არ ეხება. საუბარია მსოფლიო უსაფრთხოებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე”, - განაცხადა ბაიდენმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება