ჯო ბაიდენი - ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ და მზად ვართ, დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ თუ საჭირო გახდება - შესაძლოა ჩვენი გულები გატეხილია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა ნათელია

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, შეკავების უზრუნველსაყოფად აშშ-მა “რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება” გააძლიერა.

“თავდაცვის დეპარტამენტმა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა და ჩვენი საბრძოლო ავიაციის წარმომადგენლობა გააძლიერა…. და მზად ვართ დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ თუ საჭირო გახდება”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მტრულად განწყობილი მხარეები გააფრთხილა, რომ ისრაელში შექმნილი ვითარებით არ ისარგებლონ.

“ჩვენი გულები შესაძლოა გატეხილია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა ნათელია. გუშინ ასევე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რათა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ბოლო მოვლენები განგვეხილა და ჩვენი ერთობლივი პასუხის კოორდინაცია მოგვეხდინა”, - განაცხადა ბაიდენმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება