მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები დღეს იხსნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები დღეს გაიხსნება. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილის ოფისს სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ექსპრეზიდენტის თქმით, ოფისი ღია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.

„სწორედ, დღეს არის ერთიანობისა და მობილიზების დრო, ჩვენი ქვეყანა სულ მალე დადგება დიდი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, 11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლიდერი - სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ოფისი ღიაა ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივრისთვის! იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც დღემდე დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის.

გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ! თქვენი მიშა“ , - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება