ეკა სეფაშვილი - „ქართული ოცნების“ თუ სხვა რაიმე კვოტით ვიცე-სპიკერების დამატების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე რაიმე პოზიცია არ არის გამოხატული

უმრავლესობის დეპუტატის, „ხალხის ძალის“ წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ვინ შეიძლება დაიკავოს ვიცე-სპიკერის პოსტი „ქართული ოცნების" თუ სხვა რაიმე კვოტით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

კითხვაზე, თავად ხომ არ იქნება ვიცე - სპიკერი, სეფაშვილი აცხადებს, რომ „მასთან ეს საუბარი არ ყოფილა“.

„ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რომ პარლამენტმა იმუშაოს უფრო გამართულად, უფრო დაიხვეწოს პროცედურები და პარლამენტში წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისა თუ ფრაქციების ინტერესები უკეთ იყოს წარმოჩენილი.

„ქართული ოცნების“ თუ სხვა რაიმე კვოტით ვიცე-სპიკერების დამატების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს, განხილვის ეტაპზეა, ამ ეტაპზე რაიმე პოზიცია არ არის გამოხატული. როგორც კი იქნება, გეცნობებათ.მსჯელობა მიდის, ჯერ პოზიციები გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული არ გვაქვს,"- განაცხადა სეფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება