მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, საქალაქო სასამართლოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი შეიტანა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა. ადვოკატის თქმით, ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ.

„10 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ცნობები გავრცელდა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და არის ცრუ ფაქტების გავრცელება. ამიტომ, ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან, მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდა, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან, თითქოს ფულის გათეთრება ხდებოდა“,-განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ზვიად კორძაძემ აღნიშნა, ელოდებიან, რომ სასამართლო განიხილავს და სარჩელს დააკმაყოფილებს.

„ეს მუხლი ითვალისწინებს შემდეგს - თუკი სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს, ამ ცნობების უარმყოფელი განცხადების გავრცელებას საინფორმაციო საშუალებებით ან იმ ფორმით, რასაც სასამართლო დაადგენს”,-განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო