შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.

„შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის შესახებ. ქვეკომიტეტის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანია საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე უპასუხა ქვეკომიტეტის წარმომადგენელთა შეკითხვებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეკომიტეტის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვის გაძლიერებას.

ვიზიტის საფუძველზე ქვეკომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მოამზადებს შესაბამის ანგარიშს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება