პაატა მანჯგალაძე - შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! - შოლცმა რა დააშავა, ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპა, მოდით, დაგველაპარაკეთო და „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად აგინა

შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! - შოლცმა რა დააშავა, ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპა, მოდით, დაგველაპარაკეთო და დედა აგინა „ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად. ერთი ჯგუფი იყო ვინც ხელს ართმევდა ევროპაში და იმასთანაც გაიფუჭეს ურთიერთობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მან „სისულელე“ უწოდა ინფორმაციას, რომ ორბანი ულტიმატუმებით საქართველოსთვის სტატუსის მიცემას დაეხმარება. მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ევროპული გზა გადის რეკომენდაციების შესრულებაზე და არა ორბანზე, რომელიც „ხშირ შემთხვევაში, რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს“.

„შოლცმა რა დააშავა, შოლცი რატომაა ცუდი?! ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპა, მოდით, დაგველაპარაკეთო და დედა აგინა „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ერთი ჯგუფი იყო ევროპაში ვინც ხელს ართმევდა „ქართულ ოცნებას“ და იმასთანაც გააფუჭეს ურთიერთობა, ან მაკრონი რატომ არ არის იგივეს გამკეთებელი?! შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! გერმანია და საფრანგეთია წარმმართველი ძალა ევროპაში, ის, რომ ორბანი უკრაინას დაბლოკავს და ამის გამო სტატუსს მივიღებთ, ეს არის ახალი შეთქმულების თეორია და სისულელე. შეასრულეთ რეკომენდაციები, შემოიტანეთ კანონები, რაც ინიცირებული გვაქვს, მივიღოთ, ხუთ დღეშია შესაძლებელი, ეს არის ევროპისკენ გზა და არა ორბანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აკეთებს იმას, რაც რუსეთს უნდა.

რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი და იმის ნაცვლად დაჩქარებული ცვლილებები ამაზე შემოვიდეს, "ქართულმა ოცნებამ" შემოიტანა ცვლილება კარვებთან დაკავშირებით, კიდევ თურმე პრიორიტეტული ყოფილა ორი ვიცე-სპიკერის დამატება და კობახიძე რომ გამოვა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ. ასევე, კენჭისყრა ღია იქნება თუ დახურული, ეს ყოფილა პრიორიტეტული. ანუ რა გვითხრა "ქართულმა ოცნებამ"? - გვითხრა, თქვენი კანდიდატის სტატუსიც და ევროპაც ცალ ფეხზე მკიდიაო,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო