ლაშა ნიკოლაძე - 2019 წელს 12 სადაზღვევო კომპანიის მიერ წამოწყებული აქტივობა, რომელიც საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრიების ურთიერთქმედებას შეეხება, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოს

დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივნის, ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, 2019 წელს 12 სადაზღვევო კომპანიის მიერ წამოწყებული აქტივობა, რომელიც საბანკო და სადაზღვევო ინდუსტრიების ურთიერთქმედებას შეეხება, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის კავშირი ავრცელებს.

ნიკოლაძის თქმით, მნიშვნელოვანია თავად კონკურენციის სააგენტოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც კონკურენციის სააგენტოს ვებ გვერდზეც არის განთავსებული, რომლის თანახმად, 2022 წელს, დავიწყეთ საფინანსო სექტორისთვის ძალიან აქტუალური თემის მონიტორინგი, რაც გულისხმობს საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება/შეთავაზების ბაზრის შეფასებას.

„სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და, ვფიქრობ, ჩვენი უწყების მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას ხელს შეუწყობს“,- აღნიშნა ნიკოლაძემ.

ნიკოლაძის თქმით, ამ მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე ყურადსაღებია ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში გამოთქმული პოზიცია, რომ „აღნიშნული რისკის პრევენციის მიზნით, შესაძლებელია განხილულ იქნას ფინანსური ორგანიზაციებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობისა და მათ შორის სტრუქტურული კავშირის, ასევე, ფინანსური ორგანიზაციების ადმინისტრატორთა ანაზღაურების სქემაში დაზღვევიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა. აღნიშნული, საფინანსო და სადაზღვევო სექტორის მარეგულირებლების ჩართულობით შემდგომ განხილვებს საჭიროებს“. მისი თქმით, აქ ცალსახად საყურადღებოა, რომ ეროვნული ბანკი პირდაპირ მიუთითებს გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობაზე.

ლაშა ნიკოლაძის თქმით, „დაზღვევის კავშირი“ სრულად იზიარებს ორივე სახელმწიფო ინსტიტუციის მოსაზრებას და იმედს გამოთქვამს, რომ სააგენტოს რეკომენდაციები რეალიზებადი და ეფექტიანი იქნება და მოკლე დროში შესაძლებელი გახდება, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის ოპერირება ამ ნაწილშიც სრულად აკმაყოფილებდეს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის დადგენილ სტანდარტებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება