საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტოდაზღვევის ზარალის პროპორციულ ანაზღაურებას განმარტავს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის, სოფიო გრაკალიშვილის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას, ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.

სოფიო გრაკალიშვილის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის, რა არის „პროპორცია“, ამიტომ კომპანიის წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს ზარალის პროპორციული ანაზღაურების არსს.

„პროპორციული ანაზღაურება გამოიყენება მაშინ, როდესაც ავტომობილი დაზღვეულია მის საბაზრო ფასზე ნაკლებად. მაგალითად, თქვენი ავტომობილის ფასი არის 10 000 აშშ დოლარი, მაგრამ თქვენ განაცხადში სადაზღვევო თანხად მიუთითეთ 5 000 აშშ დოლარი. ბუნებრივია, ამ დროს თქვენი სადაზღვევო პრემია (დაზღვევის გადასახადი) განახევრდება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ასანაზღაურებელი თანხაც განახევრდება და ზიანის შეფასება შეადგენს 50%-ს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ნორმა კანონმდებლობითაა დადგენილი და ყველა სადაზღვევოში ერთნაირად რეგულირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს დეტალური ინფორმაცია და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე და მზად ვართ, მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ, პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ“,-განმარტა სოფიო გრაკალიშვილმა.

კომპანიის ცნობით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება