ანა წითლიძე - ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამას გადაწყვეტს პარტიის ამომრჩეველი, როცა მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება ამოეწურება

ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, როცა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ამოეწურება უფლებამოსილება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება ლევან ხაბეიშვილს შეცვლა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

წითლიძის განცხადებით, პროცესები, რაც პარტიაში მიმდინარეობს, ნორმალურია და ნორმალური იქნება ისიც, თუკი პარტიიდან ვინმე წასვლას გადაწყვეტს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის საქმე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. 11 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა - დიდი პარტიაა, ცოცხალი ორგანიზმია, ეს პროცესები ნორმალურია და ნორმალურია ისიც, თუ ვინმე გადაწყვეტს არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პროცესიდან გამარჯვებული გამოსულა და გამოვა გამარჯვებული,"- განაცხადა წითლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება