12 ოქტომბერს, ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ

ფორუმი თავს მოუყრის ფინტექ-ში მომუშავე პროფესიონალებს საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან, სადაც მათ საშუალება ექნება ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი, საქმიანი კონტაქტები. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრიტანეთის საელჩო ფინტექ ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. წელს, პარტნიორებს შორის არიან: დატაფესტ თბილისი; საქართველოს ფინტეკ ასოციაცის; საქართველოს ეროვნული ბანკი; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“ და გრანტ თორნტონი.

„ფორუმის მიზანია, ბრიტანულ-ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, არსებული ფინ-ტეკ კომპანიების წარმოჩენა და ბრიტანული ექსპერტიზის გაზიარება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ფინტექ ეკოსისტემის გამორჩეული სპიკერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან. ფორუმზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ინდუსტრიის ლიდერების წარმატების ისტორიები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება