ბაპტისტური ეკლესიების კავშირში კონფერენცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ხვალ ახალ ეპისკოპოსს აირჩევს.

მათივე ცნობით, დღეს თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა საანგარიშო-საარჩევნო საერთაშორისო კონფერენციაზე ოთხწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა. კონფერენციის საქმიანობაში მონაწილეობდნენ სომხეთის, ესტონეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიეტუვის, ისრაელის, გერმანიის ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ ხელმძღვანელობა

„კონფერენციას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსის, ნინო ჭავჭავაძისა და ანალიტიკოს გიორგი პატაშურის შემადგენლობით.

კონფერენციის მონაწილეებს ზაზა ვაშაყმაძე მიესალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ნაყოფიერად თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეულ ეპისკოპოსთანაც სააგენტოს მჭიდრო ურთიერთობები ექნება. მანვე გაუსვა ხაზი საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის როლს ინტერრელიგიური სათათბიროს მუშაობაში და მათ აქტიურობას საქველმოქმედო საქმიანობაში.

ახალი ეპისკოპოსის არჩევნები ხვალ გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება