„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღე აღნიშნა და თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა. საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. წელს კომპანიამ ასზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა.

„გამარჯვებულებს ფულადი პრემიები, სიგელები და სხვა საჩუქრები საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალების ხელმძღვანელებმა გადასცეს. საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისება განსაკუთრებული ძალისხმევისა და შედეგების დროულ დაფასებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ რკინიგზელების დაჯოლდოება და პროფესიული დღის აღნიშვნა საქართველოს რკინიგზის მრავალწლიანი ტრადიციაა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება