არჩილ თალაკვაძე - მოსაძებნია, კვიპროსში ნოტარიუსიც ხომ არ არის წასული, ვინაიდან მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადაფორმების პროცესი სააკაშვილის გარემოცვიდან კეზერაშვილის დაჯგუფებაზე

მოსაძებნია, რომელიმე რეისით ნოტარიუსიც ხომ არ არის წასული კვიპროსში, ვინაიდან, მიმდინარეობს პარტიის გადაფორმების პროცესი სააკაშვილის გარემოცვიდან კეზერაშვილზე და კეზერაშვილის დაჯგუფებაზე , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს პროცესი 2024 წლის არჩევნებში უდავო კრახით დასრულდება.

"ნაციონალური მოძრაობა" იქამდე მივიდა უკვე, რომ საქართველოში ვეღარ იკრიბებიან და ვეღარ წყვეტენ საკითხებს, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველობაა რადიკალური ოპოზიციის შიგნით და ეს არ იმართება საქართველოდან. პროცესში ის ადამიანები არიან ჩართულნი, რომლებიც ან საერთაშორისო ძებნის ქვეშ არიან, ან სხვადასხვა სახელმწიფოს გამოძიება ეხებათ. ალბათ, ადგილიც და დროც ამიტომ შეარჩიეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე აღნიშნავს, რომ "სააკაშვილის მისაღები ცენტრის" გახსნა არის სააკაშვილის გარემოცვის მცდელობა, რომ "პარტიული კრიზისის დროს, როგორმე სააკაშვილი მედიის ზედაპირზე დარჩეს".

“მისი თანაგუნდელები შეკრებილნი არიან კვიპროსში და მას საბოლოოდ ართმევენ პარტიას, მიდის პარტიის გადაფორმების პროცესი. რა თქმა უნდა, სააკაშვილის გარემოცვას სჭირდება, როგორმე ის მედიის ზედაპირზე დატოვონ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება