არჩილ თალაკვაძე ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზე - მიუხედავად იმისა, თუ როგორ განიხილავენ შეთავაზებას მხარეები, ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში, დიალოგს ვუმასპინძლოთ და დავეხმაროთ გრძელვადიანი, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას

მიუხედავად იმისა, თუ როგორ განიხილავენ შეთავაზებას მხარეები, ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში, რომ დიალოგს ვუმასპინძლოთ და დავეხმაროთ გრძელვადიანი, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სომხეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ეხება აზერბაიჯანის წინადადებას საქართველო მოლაპარაკების პლატფორმად გამოიყენონ.

კითხვაზე, ხომ არ დაკარგა საქართველომ "სამშვიდობო პლატფორმის ფუნქცია", თალაკვაძე პასუხობს -"არ ვეთანხმები, რომ საქართველომ რაიმე დაკარგა, ვეთანხმები, რომ შესთავაზა".

"ჩვენი შეთავაზება იყო გულწრფელი და მეგობრული. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ და შევიტანოთ ჩვენი წვლილი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველო იყო რამდენჯერმე მოედანი და მოლაპარაკების მაგიდა ჩვენი მეზობლებისთვის. წარმატებული გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, თუ როგორ განიხილავენ შეთავაზებას მხარეები, ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში, რომ დიალოგს ვუმასპინძლოთ და დავეხმაროთ გრძელვადიანი მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას. რა თქმა უნდა, ბატონი ალიევის სამუშაო ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა და ვიმეორებ, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩართულობით, საქართველო არის დაინტერესებული გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფითა და განმტკიცებით", - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება