თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ვარდისფერი ოქტომბრის“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას უერთდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება „ვარდისფერი ოქტომბრის“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

თსუ-ს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში თსუ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციის მიხედვით, საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალთა ორგანიზაციისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, სპეციალისტებმა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად ისაუბრეს სკრინინგისა და ნაადრევი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე. დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს სკრინინგ ცენტრებსა და სერვისებზე, ასევე, სახელმწიფოს პროგრამებზე მკურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს პაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ არის ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც უკავშირდება ჩვენ ჯანმრთელობას და ხვალინდელ დღეს. როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელ თაობაზე. არსებობს კვლევები, თუ რა ეფექტის მოტანა შეუძლია ძუძუს კიბოს ნაადრევ დიაგნოსტირებას. ნაადრევ სტადიაზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობას აქვს ეფექტი. პრევენცია უკეთესია ვიდრე მკურნალობა“, - განაცხადა თსუ-ს რექტორის მოადგილემ, ნინო ოკრიბელაშვილმა.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა ხაზი გაუსვა სტუდენტების როლს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

„ამ კამპანიის მიზანია გააქტიურდეს ძუძუს კიბოს პრევენციული ღონისძიებების გატარება. თანამედროვე კვლევების თანახმად, ნაადრევი დიაგნოსტიკა 86-87 პროცენტიანი გარანტიით იძლევა სიცოცხლის ხარისხის გარანტიას. თქვენ ხართ თაობა, რომელსაც შეგიძლიათ არა მხოლოდ თქვენ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ, არამედ თქვენს გარშემომყოფ ადამიანებს, ახლობლებს სწრაფად და სწორად მიაწოდოთ ინფორმაცია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უბიძგოთ პრევენციული ზომების მიღებისკენ. თქვენს მიერ გატანილი ინფორმაცია ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საწინდარი იქნება“, - აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

„პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ნინო წილოსანმა, რიმა ბერაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები.

საქართველოში 2005 წლიდან მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა, რომლითაც სარგებლობა 40- 70 ასაკის ჯგუფში მოხვედრილ ქალებს უფასოდ შეუძლიათ. ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადება მცირე ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს, ამიტომ ინფორმაციის სწორად მიწოდება აუცილებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება