ვლადიმერ პუტინი - არ მესმის, რატომ გადააქვს აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფები ხმელთაშუა ზღვაში, ანუ ვინმეს შეშინება გადაწყვიტეს? - ასეთი ქმედებები აქეზებს სიტუაციას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავიამზიდთა ჯგუფის გაგზავნით ახლო აღმოსავლეთს აქეზებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

პუტინმა, მოსკოვში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.

"მე არ მესმის, რატომ გადააქვს აშშ-ს ავიამზიდების ჯგუფები ხმელთაშუა ზღვაში. მე ნამდვილად არ მესმის ეს აზრი. აპირებენ ისინი ლიბანის დაბომბვას თუ რა?

ანუ ვინმეს შეშინება გადაწყვიტეს? არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრის აღარ ეშინიათ, ეს არ არის პრობლემის გადაჭრის გზა, კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები აქეზებს სიტუაციას”, - დასძინა პუტინმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია