გაერო - ღაზაში საცხოვრებელი ადგილის დატოვება 330 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია

ღაზაში 330 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო, - ინფორმაციას გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ასევე გამოხატავს შეშფოთებას ღაზაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო.

„გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა და 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს სკოლებს აფარებს თავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში 600 000 ადამიანს წყალზე წვდომა არ აქვს და რომ საავადმყოფოების ნაწილი ჭაბურღილების წყლის იმედად არის დარჩენილი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება