სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება - AACI-ის ქართველი აუდიტების გადამზადება წარმატებით მიმდინარეობს, 2024 წლის გაზაფხულიდან შესაძლებელი იქნება მათი ჩართვა კლინიკების აკრედიტაციის პროცესში ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კომისია ოპერირებს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამერიკის აკრედიტაციის კომისიის (AACI) ქართველი აუდიტების გადამზადება წარმატებით მიმდინარეობს. 2024 წლის გაზაფხულიდან მათი ჩართვა შესაძლებელი იქნება კლინიკების აკრედიტაციის პროცესში ყველა იმ ქვეყანაში, სადაც AACI ოპერირებს.

ინფორმაციას ამის შესახებ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, არჩილ მორჩილაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო კურსის დამსწრეთა უმრავლესობამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ახლა როგორც დამკვირვებლები პრაქტიკულ მონაწილეობას იღებენ კლინიკების აკრედიტაციის პროცესში. აღნიშნული სასწავლო კურსი აკრედიტებულია ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების (ISQua) მიერ და აქედან გამომდინარე ქართველი აუდიტები მიიღებენ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს.

არჩილ მორჩილაძის განცხადებით, მომზადდება ოთხი გუნდი, რომლებიც ჩაერთვებიან ქართული კლინიკების აკრედიტაციის პროცესში, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს აკრედიტაციას, ვინაიდან უცხოეთიდან ექსპერტების ჩამოყვანის ხარჯებზე საკმაოდ დიდი წილი მოდის.

გავრცელებული ინფორმაციით, მომსახურება სამ წლიანია და მოიცავს კლინიკაში ოთხ ვიზიტს. ესენია: წინასწარი აუდიტი, ძირითადი შეფასება და ორი პერიოდული შეფასება.მაშინ, როდესაც ზოგიერთი ორგანიზაცია კლინიკაში ვიზიტს მხოლოდ ერთხელ ახორციელებს და გასცემს სამ წლიან აკრედიტაციას, ზოგიერთი კი მხოლოდ ე.წ. თვითშეფასების დოკუმენტს ეყრდნობა.

„დღეს არსებული სტანდარტით, ყოველწლიური შეფასების გარეშე, აკრედიტაციის პროცესი ფორმალურ პროცედურად გადაიქცევა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ქართველი აუდიტების არსებობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იმ კლინიკებს ვინც ჩვენზე შეაჩერა არჩევანი მეორე სამ წლიანი აკრედიტაციის პროცესი 33%-ით ნაკლები დაუჯდებათ, ასევე აღარ იქნება საჭირო წინასწარი შეფასება.

ვურჩევთ კლინიკებს, რომ ყველა ნიუანსი დააზუსტონ სანამ მააკრედიტებელ ორგანიზაციას შეარჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ მააკრედიტებელ ორგანიზაციას ჰქონდეს გამოცდილება და მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია. აკრედიტაციის მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ სერტიფიკატის მიღება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება